მოულოდნელი კერძი ახალი წლის ღამისთვის! სალათა კალმარებითა და მსხლით
მოულოდნელი კერძი ახალი წლის ღამისთვის! სალათა კალმარებითა და მსხლით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კალმარი - 400 გ
  • მსხალი - 1 ცალი
  • ხახვი - 1 ცალი
  • კიტრი - 100 გ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • სტაფილო - 1 ცალი
  • მაიონეზი
  • ოხრახუში
  • მარილი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

გაასუფთავეთ და მოხარშეთ კალმარები. ამისათვის ადუღებულ წყალში ჩაყარეთ ისინი და როგორც კი გათეთრდება, გადმოდგით და ცივ წყალს შეუშვირეთ – კალმარებს კანი მომენტალურად გაძვრება. მოაცალეთ კანი გამდინარე წყლის ჭავლის ქვეშ, შემდეგ ამოიღეთ გულები.

გააგრილეთ და დაჭერით ჩხირებად.

მოხარშული სტაფილო, კიტრი და მსხალი გახეხეთ. ცალკე ერთ ჭურჭელში გაქენით კვერცხის გული, მეორე ჭურჭელში კი მსხვილ სახეხზე გახეხეთ ცილა.

დაჭერით წვრილად ხახვი და გადაავლეთ მდუღერე წყალი და გადაწურეთ.

ყველა ინგრედიენტი დააწყვეთ გაშლილ თეფშზე ფენებად და ფენებს შორის ბადესავით მოასხით მაიონეზი, თან პერიოდულად მოაყარეთ მარილი გემოვნებით.

ფენების თანამიმდევრობა ასეთია: 1/2 ნაწილი კალმარები, ხახვი, სტაფილო, მსხალი, დარჩენილი კალმარები, კიტრი, კვერცხის გული, ბოლოს კი კვერცხის ცილა. უმჯობესია გახეხვის შემდეგ მსხალს წვენი გადაუწუროთ, თორემ სალათა ზედმეტად წვნიანი გამოვა.

მიიტანეთ სუფრასთან მაშინვე, რადგან ფენები სწრაფად გაუჯდება ერთმანეთს.


ტეგები:
მსხალი სალათა ნანახია: 4315