ყველი დავჭრათ დაახლოებით 2X2 სმ. ზომის ნაჭრებად.ჩავაწყოთ ქილაში ან კონტეინერში, რომელსაც ექნება ჰერმეტული სახურავი.მოვაყაროთ რეჰანი, ქონდარი და წითელი წიწაკა. ყველი თუ უმარილოა, მარილი დავამატოთ. დავაყაროთ ზეთისხილი და დავასხათ იმდენი ზეთი, რომ ყველი დაფაროს. მომზადებული მარინადი დავდგათ მაცივარში ან სხვა გრილ ადგილას ათი დღით.მარინადში ჩადებული ყველი ტრადიციულია ბერძნული სამზარეულოსათვის. იქ ამ დანიშნულებით თხის ყველს იყენებენ.რეჰანისა და ქონდრის ნაცვვლად მარინადი შეგვიძლია შევანელოთ სხვა სანელებლებითაც. კერძოდ, აჯიკა მას უფრო ტრადიციულ არომატს შესძენს, ასევე მოუხდება ტარხუნა, პიტნა, ხოლო ჯანჯაფილი უფრო პიკანტურ გემოს მისცემს. გარდა ამისა, ამავე ზეთში შეგვიძლია კიდევ ორჯერ ჩავდოთ ყველი.