მომზადების წესი:ხახვი წვრილად დავჭრათ და ცხიმში მოვშუშოთ. როცა გამჭვირვალე გახდება, ჩავუმატოთ თხლად დაჭრილი სოკო და ერთად მოვშუშოთ. მოშუშულ ინგრედიენტებს დავასხათ 6 ჭიქა წყალი, გავუწყოთ მარილი, პილპილი და ძირა ისე, როგორი გემოც გვსურს, რომ კერძს ჰქონდეს. როცა წყალი ადუღდება, ჩავუმატოთ მრგვალი ბრნჯი, დავახუროთ სახურავი და საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ, სანამ მომზადდება. მზა კერძს ცოტა წვენი უნდა ჰქონდეს. დავდგათ ქვაბი ცოტა ხნით და სითხეს ბრინჯი შეიწოვს.