თაფლი ჩავასხათ თუჯის ქვაბში, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ხის კოვზით ვურიოთ. როცა ადუღდება და აქაფდება, გადმოვდგათ და ბოლომდე გავაგრილოთ. ეს პროცედურა კიდევ 2-ჯერ გავიმეოროთ. ბოლოს დავუმატოთ შაქარი და როცა წამოდუღდება, ჩავყაროთ ნუში. ნუშისა და თაფლის მასას 4 წუთი ვურიოთ, შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან, მაშინვე გადმოვიტანოთ დასველებულ ხის დაფაზე. წყალში დავასველოთ ცომის საბრტყელებელი ჯოხი და გოზინაყის მასა თანაბრად გავაბრტყელოთ. გოზინაყი დავჭრათ თანაბარი ზომის რომბებად და გავაგრილოთ.