მომზადების წესი: ფქვილი, მარილი, ვანილი და გამაფხვიერებელი ავურიოთ ერთმანეთში. ცალკე ჯამში კარაქი და შაქარი გავთქვიფოთ დაახლოებით 3 წთ. დავუმატოთ კვერცხები, ისევ ავთქვიფოთ, ბოლოს დავაცრათ მშრალი ინგრედიენტები. მზა ცომი გავაჩეროთ მაცივარში 1 საათით. ცომი გავაბრტყელოთ, დავჭრათ სასურველ ფორმებად და გამოვაცხოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 10-15 წთ. მინანქრის მოსამზადებლად მიქსერით გავთქვიფოთ ცილები ლიმონის წვენთან ერთად. დავუმატოთ შაქრის პუდრი და დაბალ სიჩქარეზე გავაგრძელოთ თქვეფა. თუ მინანქარი სქელია, შეგვიძლია ლიმონი წვენით გავათხელოთ ან პირიქით გასქელება შესაძლებელია შაქრის პუდრის დამატებით. შეგვიძლია მინანქარს საკვები საღებავები დავუმატოთ და ნამცხვრები მოვხატოთ. ჟურნალი "გემრიელი" (დეკემბრის ნომერი)