პიცა ასე ჯერ არ გაგიკეთებიათ! სცადეთ, არ ინანებთ...
პიცა ასე ჯერ არ გაგიკეთებიათ! სცადეთ, არ ინანებთ...
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ალბათ არ არსბეობს დიასახლისი, ვისაც პიცის გაკეთება არ ეცადოს. ამ ტრადიციულ იტალიურ ღვეზელის უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ მსგავსი ალბათ ჯერ არც გსმენიათ.

ინგრედიენტები

  • მზა პიცის ცომი - 1 გუნდა
  • ტომატის პასტა - 3/4 ჭიქა
  • ფქვილი - 1/2 ს/კ
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 1 ჭიქა
  • გამდნარი კარაქი - 2 ს/კ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • შებოლილი ლორი ან ძეხვი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

თავდაპირველად გააბრტყელეთ პიცის ცომი, წაუსვით ტომატის სოუსი, ზემოდან მოაყარეთ ყველი.

ახლა შეგიძლიათ დაალაგოთ ზემოდან დანარჩენი ინგრედიენტები: ლორი, ძეხვი, პომიდოი და ზეთისხილი, სოკო – ერთი სიტყვით, რაც მოგესურვებათ ის პროდუქტი.

გადაახვიეთ პიცა რულეტივით, წაუსვით ზემოდან გამდნარი კარაქი და ათქვეფილი კვერცხი.

დაჭერით პიცის რულეტი სასურველი ზომის ნაჭრებად, წაუსვით კვერცხისა და კარაქის მასა, მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ ღუმელში, როგორც ჩვეულებრივი პიცა.

ტეგები:
პიცა ნანახია: 25811