ბლინები ხაჭოთი და შოკოლადით
ბლინები ხაჭოთი და შოკოლადით
დრო 60წთ
ულუფა 20
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 4
  • შაქარი - 1/2 ჭ
  • რძე - 1 ჭიქა
  • მდუღარე წყალი - 1 ჭიქა
  • ფქვილი - 1.5 - 2 ჭ
  • ზეთი - 3 ს.კ
  • მარილი
  • გულსართისთვის
  • ხაჭო - 1 ჭ
  • არაჟანი - 1 ჭ
  • შაქრის პუდრა - გემოვნებით
  • ვანილი
მომზადების წესები
კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ მდუღარე წყალი, რძე და დანარჩენი ინგრედიენტები. უნდა მივიღოთ თხევადი ცომი. თუ ძალიან თხელი იქნება, დავუმატოთ ცოტა ფქვილი.

ტაფა გავახუროთ, წავუსვათ ზეთი და დავასხათ ზედ ცომი, გადავანაწილოთ ტაფაზე და გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.

ხაჭო, არაჟანი, ვანილის შაქარი და შაქრის პუდრი ავურიოთ, მოვათავსოთ ბლინებში და მოვასხათ დამდნარი შოკოლადი.



ტეგები:
ხაჭო ცომეული ბლინი შოკოლადი ნანახია: 27718