სალათა "მაიმუნი" – კერძი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელი იქნება 2016 წლის შეხვედრა!
სალათა "მაიმუნი" – კერძი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელი იქნება 2016 წლის შეხვედრა!
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ახალ წლამდე სულ რაღაც 3 დღე დარჩა!
რომელი ახალი წლის ღამე ჩაივლის შამპანურის, საცივის, გოზინაყისა და "ოლივიეს" გარეშე? მაგრამ ტრადიციულთან ერთად კიდევ ერთ საინტერესო იდეას გთავაზობთ: მოამზადოთ ორიგინალური სალათა, რომელიც თქვენი სუფრის მთავარი მშვენება გახდება.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 2 ცალი
  • კვერცხი - 3 ცალი
  • ხახვი - 1 ცალი
  • ყველი - 100 გ
  • ქამა სოკო - 350 გ
  • ნიგოზი - 100 გ
  • შავი ქლიავის ჩირი - 200 გ
  • ზეთი - 1 ს/კ
  • ზეთისხილი - მოსართავად
  • მარილი და პილპილი
  • მაიონეზი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

პირველ რიგში მოხარშეთ ქათმის ფილე და კვერცხი.

დაჭერით ხახვი და სოკო. მოხრაკეთ ზეთში ჯერ ხახვი, შემდეგ დაუმატეთ სოკო. ხრაკეთ 10 წუთი.

ჩაალბეთ შავი ქლიავი ადუღებულ წყალში დაახლოებით 10 წუთი, მოხალეთ ნიგოზი, ხოლო ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე.

მოხარშული კვერცხი და ხორცი გააგრილეთ და დაჭერით წვრილად.

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და დაუმატეთ მაიონეზი. მოაყარეთ მარილი და პილპილი!

დააქუცმაცეთ ბლენდერში ნიგოზი და წვრილად დაჭერით შავი ქლიავის ჩირი.

გადაიტანეთ სალათა თეფშზე. კოვზის მეშვეობით მიეცით მაიუმუნის თავის ფორმა.

მოაყარეთ დაქუცმაცებული ნიგოზი.

ახლა კი სალათის ყველაზე სასიამოვნო მორთვა! თმა, ყურები და სასიამოვნო ღიმილი შავი ქლიავით გაუკეთეთ. თვალები, ცხვირი – კვერცხის ცილისა და ზეთისხილისგან. ყურები შეგიძლიათ ყველის ნაჭრებითაც გაუკეთოთ.

ისეთი გამოვა, შეჭმაც კი დაგენანებათ!

ტეგები:
სალათა საახალწლო ნანახია: 14183