მომზადების წესი: ცომი კარაქი და შაქრის პუდრი ავთქვიფოთ კრემოვან სტრუქტურამდე. დავუმატოთ მარილი, კაკაო და ფქვილი. შევკრათ ცომი, გადავახვიოთ საკვებ ცელოფანში და შევინახოთ მაცივარში არანაკლებ 1 საათისა. გაცივებული ცომი გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ და დავჭრათ მრგვალ დისკებად. გამოვაცხოთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 8-10 წთ. განაში შოკოლადს დავუმატოთ ნაღები და გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე. ბეზე ცილა ავთქვიფოთ კარგად, დავუმატოთ პუდრი და ვთქვიფოთ დაახლოებით 5 წუთი. მიღებული ღრუბელივით მასა ჩავასხათ კრემის ტომარაში, დავსვათ ფორმები და გამოვაცხოთ 130 გრადუს ტემპერატურაზე დაახლოებით 1 საათი. აწყობა ნამცხვრის დისკებს დავადოთ ცოტა განაში, დავამაგროთ ბეზე და ამოვავლოთ განაშში. ზემოდან მოვაყაროთ დაფხვნილი ფსტა (ბუსტუღის თხილი).