მომზადების წესი: მოხარშეთ კარტოფილი და სტაფილო. გააგრილეთ. დაჭერით ყველაფერი პატარა ნაჭრებად. ცალ-ცალკე ჯამებში მოათავსეთ და მოასხით მაიონეზი. მოხარშეთ კვერცხი და გააცივეთ. დაჭერით კვერცხი და მოხარშული ქათმის ფილე პატარა კუბიკებად. გახეხეთ ყველი. დააქუცმაცეთ ნიგოზი საშუალო ზომაზე. გაარჩიეთ ბროწეული. გაშლილ თეფშზე დადეთ ლითონის წრე და მასში ჩააწყვეთ პროდუქტები ფენებად: პირველი ფენა – კარტოფილი, მეორე – ქათმის ფილე + მაიონეზი, მესამე ფენა – ნიგოზი, მეოთხე – ყველი + მაიონეზი, მეხუთე ფენა – სტაფილო, მეექვსე - კვერცხი, მეშვიდე – ბროწეული. ფრთხილად მოაცალეთ ლითონის მილი. სალათა "წითელქუდა" მზად არის.