არომატული და ორიგინალური ქათამი ფორთოხლის სოუსში
არომატული და ორიგინალური ქათამი ფორთოხლის სოუსში
დრო 1წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 2 ცალი
  • ფორთოხლის ცედრა - 1 ცალი
  • ფორთოხლის წვენი - 2 ცალი
  • ნიგოზი - 50 გ
  • გარგრის ჩირი - 50 გ
  • შავი ქლიავის ჩირი - 50 გ
  • ზეთი - შესაწვავად
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ქათმის ფილე გავრეცხოთ და საწურზე გადავიტანოთ, რომ დაიწრიტოს. ფორთოხალს მოვახეხოთ ცედრა და წვენი გამოვწუროთ. ჩირი (წინასწარ გარეცხილი და გამშრალი) დავჭრათ. ფილეს წავუსვათ მარილი და პილპილი, კარგად შევაზილოთ ხელით.

გახურებულ ტაფაზე მოვასხათ 1-2 ს.კ. ზეთი და ფილე ორივე მხრიდან დავბრაწოთ. ბოლოს ნიგოზიც მოვაყაროთ და ოდანვ მოვხალოთ. შემწვარი ფილე გადავიტანოთ საცხობ ფორმაში.

ბასრი დანით ჩავჭრათ და ამოვავსოთ ჩირით. შემდეგ მოვაყაროთ დარჩენილი ჩირი, ფორთოხლის ცედრა და მოხალული ნიგოზი. მოვასხათ ფორთოხლის წვენი და 20-25 წუთით შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

ტეგები:
ქათამი ფორთოხალი სოუსი ნანახია: 3562