კომშის დესერტი კრემითა და შოკოლადით
კომშის დესერტი კრემითა და შოკოლადით
დრო 40წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
რჩევა:
მემარხულეებს შეუძლით სამარხვო კრემი გამოიყენონ.

ინგრედიენტები

  • კომში - მოზრდილი, 2 ცალი
  • რძე - 2 ჭიქა
  • სიმინდის სახამებელი - 3 ს/კ
  • შაქარი - 2,3 ჭიქა
  • კვერცხის გული - 2 ცალი
  • კარაქი - 1-3 სავსე ს/კ
  • ვანილის შაქარი - 1 შეკვრა
  • გამდნარი შოკოლადი - მოსართავად
მომზადების წესები
მომზადების წესი:

კომშები შუაში გავჭრათ, ამოვაცალოთ გული და ღუმელში გამოვაცხოთ, სანამ დარბილდება.

კვერცხის გულები, 0,5 ჭიქა რძე და შაქარი ავთქვიფოთ. მონაცვლეობით დავუმატოთ სახამებელი და დარჩენილი რძე, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით წამოვადუღოთ.

როცა კრემი მომზადდება, შევურიოთ კარაქი, ვანილი და გავაცივოთ.

კომშები ამოვავსოთ კრემით და მოვასხათ შოკოლადი.

ჟურნალი "გემრიელი" (დეკემბრის ნომერი)
ტეგები:
კრემი შოკოლადი კომში დესერტი ნანახია: 4635