ქათამი კარტოფილითა და ნივრით
ქათამი კარტოფილითა და ნივრით
დრო 10წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 1 კგ
  • კარტოფილი - საშუალო ზომის, 5-6 ცალი
  • ქათმის ბულიონი - 200 მლ
  • თეთრი ღვინო - 100 მლ
  • ნიორი - 2 თავი
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
  • კარაქი - 2 ს/კ
  • მარილი და პილპილი
  • ხმელი თავშავა
  • ხმელი პიტნა
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ქათმის ფილე გავრეცხოთ და საწურზე დავწრიტოთ. შევაზილოთ მარილი და პილპილი და 1 ს.კ. ზეთისა და 1 ს.კ. კარაქის ნაზავში ორივე მხრიდან დავბრაწოთ. როცა შეიწვება, გადავიტანოთ საცხობ ფორმაში. იმავე ტაფაზე დავასხათ კიდევ 1 ს.კ. ზეთი და დავყაროთ ნივრის მთლიანი კბილები. როდესაც დარბილდება, ამოვიღოთ და ფილეს მოვაყაროთ.

კარგად გარეცხილ-გასუფთავებული კანიანი კარტოფილი შუაზე ან ოთხად გავჭრათ (გააჩნია ზომას). ჩავყაროთ თასში, მოვასხათ რამდენიმე წვეთი ზეთი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი და ავურიოთ. კარტოფილი საცხობ ფორმაში გადავიტანოთ და თანაბრად გავანაწილოთ. ტაფაზე მორჩენილ ცხიმს დავასხათ ბულიონი და თეთრი ღვინო. 2-3 წუთი ვადუღოთ და ბოლოს 1 ს.კ. კარაქი და ცოტაოდენი მარილი დავუმატოთ. მიღებული სოუსი მოვასხათ ფილესა და კარტოფილს. ბოლოს მოვაყაროთ ხმელი თავშავა და პიტნა და 35-40 წუთით შევდგათ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

ჟურნალი "გემრიელი" (დეკემბრის ნომერი)
ტეგები:
ქათამი კარტოფილი ნიორი ნანახია: 38862