მომზადების წესი: შაქარი და კარაქი გავთქვიფოთ კრემოვან სტრუქტურამდე. დავუმატოთ კვერცხის გულები, ფქვილი, ვანილი. ცომი გავყოთ 2 ტოლ ნაწილად, ერთ ნაწილს შევურიოთ საკვები საღებავი. გავახვიოთ საკვების ცელოფანში ორივე ცომი და გავაჩეროთ მაცივარში 1 საათი. ავიღოთ დაახლოებით კაკლის ზომის ვანილის ცომი, ამავე ზომის საღებავიანი ცომი, გავაბრტყელოთ 10-12 სანტიმეტრზე და ერთმანეთში გადავახვიოთ თოკივით. თავები ოდნავ მოვუმრგვალოთ. დავდოთ საცხობ ტაფაზე და გამოვაცხვოთ 190 გრადუსზე 10-15 წთ. ჟურნალი "გემრიელია" (დეკემბრის ნომერი)