დრო
25წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ისპანახი - 1 კონა
- ბრინჯი - 2/3 ჭიქა
- სტაფილო - 2 ცალი
- ხახვი - 2 თავი
- კამა და ქინძი - თითო კონა
- მარილი და პილპილი
- ზეთი - 4 ს/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:
ბრინჯი მოვხარშოთ მარილიან წყალში და გადავწუროთ.
ისპანახი გავარჩიოთ, დავმდუღროთ და დავჭრათ, სტაფილო თხელ მრგვალ ნაჭრებად დავჭრათ ან მსხვილად გავხეხოთ.
ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ. ხახვი და სტაფილო მოვათავსოთ ტაფაში და ზეთში 3-5 წუთი ვშუშოთ. სტაფილო ძალიან არ უნდა ჩარბილდეს.
დავუმატოთ ისპანახი მარილი და ამოვურიოთ. დავაყაროთ მოხარშული ბრინჯი. 1-2 წუთში მოვაყაროთ მწვანილი, წიწაკა და გადმოვდგათ ცეცხლიდან. შეგვიძლია მივირთვათ როგორც ცხელი, ასევე ცივი.
ჟურნალი "გემრიელი"