ქათმის საახალწლო სალათა ჩირებით
ქათმის საახალწლო სალათა ჩირებით
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 1 ცალი
  • კვერცხი - მოხარშული, 2 ცალი
  • კარტოფილი - მოხარშული, 6 ცალი
  • სტაფილო - მოხარშული, 1-2 ცალი
  • ჰოლანდიური ყველი - 100 გ
  • დაჭრილი ნიგოზი - 50 გ
  • ნიორი - 2 კბილი
  • მაიონეზი - 1 ქილა
  • ქინძი და კამა - თითო კონა
  • შავი ქლიავის ჩირი - 5 ცალი
  • მჟავე კიტრი - 4 ცალი
  • გარგრის ჩირი - 5 ცალი
  • სალათის ფოთლები - 3-4 ცალი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მომზადების წესი:
კიტრის მწნილი, კარტოფილი, ქათმის ფილე და სტაფილო პატარა კუბებად დავჭრათ. მწვანილი ავკეპოთ. წვრილად დავჭრათ ჩირები. ნიორი დავჭყლიტოთ. ყველა ინგრედიენტი ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და შევურიოთ მაიონეზი. სალათა მოვრთოთ სალათის ფოთლებითა და ჩირებით.

ჟურნალი "გემრიელი"
ტეგები:
ჩირები ქათმის სალათა ნანახია: 9121