სამარხვო ნამცხვარი კივით
სამარხვო ნამცხვარი კივით
დრო 2წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბისკვიტისთვის:
  • შაქარი - 175 გ
  • წყალი - 250 მლ
  • ზეთი - 6 ს/კ
  • გამაფხვიერებელი - 2 ს/კ
  • კაკაო - 2 ს/კ
  • ფქვილი - 250 გ
  • კრემისთვის:
  • ქოქოსის ან სოიოს რძე - 1 ჭიქა (თუ არ გაქვთ, გამოიყენეთ წყალი)
  • შაქარი - 2/3 ჭიქა
  • ფქვილი - 1/3 ჭიქა
  • ვანილი - მწიკვი
  • მარილი - მწიკვი
  • ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა
  • სამარხვო კარაქი - 50 გ
  • ბრენდი და კონიაკი
  • კივი და თხილი - მოსართავად
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ბისკვიტის ყველა ინგრედიენტი ერთად მოვათავსოთ და კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ გადავიტანოთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმაში (20-22 სმ დიამეტრი) და 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.

სანამ ბისკვიტი გამოცხვება, მოვამზადოთ კრემი: შაქარი, ფქვილი, რძე ავთქვიფოთ, დავუმატოთ ვანილი, ლიმონის ცედრა, მარილი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. კრემს ვურიოთ და ავადუღოთ. შესქელებული კრემი გავაცივოთ და შევათქვიფოთ კარაქი.

შეგრილებული ბისკვიტი შუაზე გავჭრათ, მოვაპკუროთ კონიაკი, წავუსვათ კრემი და მეორე ნაწილი დავადოთ ზემოდან. ზემოდანაც წავუსვათ კრემი. მოვრთოთ კივითა და გახეხილი თხილით.

ტორტი 1 საათით გავაჩეროთ, რომ კრემი გაუჯდეს.
ტეგები:
ტორტი სამარხვო კივი ნანახია: 13854