მომზადების წესი: სტაფილო გავრეცხოთ, მოვაჭრათ ძირი და გარშემო თანაბრად ხის ჩხირები ჩავურჭოთ. ვეცადოთ, ქვედა მხარეს ჩხირები უფრო ფართო იყოს, ვიდრე ზემოთ, სტაფილოს ნაძვის ხის ფორმა რომ მივცეთ. ზედა ნაწილში სტაფილოს გადატეხილი ხის ჩხირები შევურჭოთ. ხილი წვრილად დავჭრათ და ჩარჭობილ ხის ჩხირებზე ავაგოთ. ორი ცალი კივი თხლად დავჭრათ და დავაწყოთ თეფშზე, ზედ მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელი. თეფშზე მოვათავსოთ ნაძვის ხე, წავუსვათ წყალში არეული თაფლი, მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელი და საკონდიტრო მოსართავები. ჟურნალი "გემრიელი"