მომზადების წესი:ომლეტის ცომი:კვერცხი, მაიონეზი, გახეხილი ყველი, მანი მოათავსეთ ჯამში და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გააჩერეთ, რათა მანი გაფუვდეს, შემდეგ კი მოამზადეთ გულსართი.გულსართი:დაჭერით ხახვი და მოხრაკეთ ზეთში. შემდეგ მოათავსეთ ბლენდერში და ათქვიფეთ. ქათმის ფილე გაატარეთ და შეურიეთ დაბლენდერებულ ხახვს, დაუმატეთ მარილი და პილპილი.ღუმელის ტაფაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და დაასხით მასზე ომლეტი და აცხვეთ 180 გრადუსზე ოქროსფერის მიღებამდე. შემდეგ გადმოიღეთ ტაფიდან, მოაცილეთ ომლეტს ქაღალდი, გაანაწილეთ ქათმის მასა ომლეტის ცომზე და დაახვიეთ რულეტივით. შეახვიეთ რულეტი ფოლგის ქაღალდში და აცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ რულეტი ფოლგაშივე, შემდეგ კი მოაცალეთ ქაღალდი და დაჭერით.