შამპანურის ჟელე
შამპანურის ჟელე
დრო 0წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი


ინგრედიენტები

  • ჟელატინი - 3 სავსე სუფრის კოვზი
  • ცივი წყალი - 1 ს/კ
  • შაქარი - 3/4 ჭიქა და კიდევ 3 ს/კ
  • შამპანიური - მშრალი, 1 ბოთლი (750 მლ)
  • კენკრა - გაყინული ან დაკონსერვებულიც შეგიძლიათ, 0,5 კგ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

დაალბეთ ჟელატინი ცივ წყალში, გააჩერეთ, რომ გაფუვდეს, შემდეგ კი წყლის აბაზანაზე გაადნეთ.

დაუმატეთ შაქარი და ურიეთ, სანამ ბოლომდე არ გადნება.

ურიეთ და თან უმატეთ შამპანიური.

ფორმებში (ფუჟერებში ან სხვა გამჭვირვალე ჭურჭელში) ჩაყარეთ კენკრა. დაასხით ჟელატინიანი შამპანური და შედგით მაცივარში გამაგრებამდე.

ტეგები:
ჟელატინი შამპანური ნანახია: 6467