მომზადების წესი:კვერცხის ცილა და გულები ერთმანეთისგან გავაცალკევოთ. გულებს დავუმატოთ 2 ჭიქა შაქარი, 200 გ გამდნარი, თბილი კარაქი და კარგად ავთქვიფოთ. დავუმატოთ ვანილი, მწიკვი მარილი, ლიმონის ცედრა, პატარა კუბებად დაჭრილი ვაშლი, გამაფხვიერებელი (ან სოდა ძმრით) და ფქვილი. უნდა მივიღოთ ფაფუკი ცომი.ცალკე თასში კარგად ავთქვიფოთ ცილა და ფრთხილად შევურიოთ ცომს. შემდეგ მოვათავსოთ ცხიმწასმულ კექსის ფორმაში და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.მზა კექსს, სურვილისამებრ, თავზე მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრი, ნუშის ფანტელი ან მოვასხათ გამდნარი შოკოლადი.ჟურნალი "გემრიელი"