ყველის ბურთები ნივრით
ყველის ბურთები ნივრით
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 200 გ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • ფქვილი - 2-3 ს/კ
  • ზეთი - შესაწვავად
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • საფანელი ამოსავლებად
მომზადების წესები
მომზადების წესი:

გახეხეთ წვრილ სახეხზე ყველი. მოაყარეთ ცოტაოენი მარილი, პილპილი და დაუმატეთ კვერცხი. აურიეთ.

გაფცქვენით ნიორი და დააქუცმაცეთ. დაუმატეთ ყველს და მოაყარეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი და გააკეთეთ ბურთები.

ბურთები ამოავლეთ ფქვილში ან საფანელში.

გააცხელეთ ტაფა, ჩაასხით მასში საკმარისი რაოდენობის ზეთი, აადუღეთ და ფრთხილად
ჩადეთ მასში ყველის ბურთები. შეწვით ყველა მხრიდან. გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ზეთი მოშორდეს.

ტეგები:
ნიორი ყველი ნანახია: 4495