მსოფლიოში ყველაზე გემრიელი კატლეტები
მსოფლიოში ყველაზე გემრიელი კატლეტები
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ან ინდაურის ფარში - 800 გ
  • მანის ბურღული - 4 ს/კ
  • არაჟანი - 2 ს/კ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • ოხრახუში, კამა, ქინძი
  • შაქარი - 2 ჩ/კ
  • მდოგვი - 2 ჩ/კ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ფარში, მანი, არაჟანი, კვერცხი, მდოგვი და სანელებლები მოათავსეთ ერთ ჯამში. დაჭერით წვრილად მწვანილი და ძირითად მასას დაუმატეთ. ხელით კარგად აურიეთ.

ფარში წვნიანი გამოდის, ისეთი რომ კოვზით აჯობებს აიღოთ და არა ხელით.

გახურებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და კოვზით დადეთ კატლეტები. შეწვით თითოეულ მხარეს 2-3 წუთის განმავლობაში. ძედმეტი შეწვა არ უხდება, უნდა გახდეს ოქროსფერი.

ამის შემდეგ დაუმატეთ ტაფაში ცოტაოდენი წყალი დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 10 წუთი ძალიან დაბალ ცეცხლზე: 5-5 წუთი თითოეულ მხარეს.


ტეგები:
ქათმის ფარში კატლეტები ნანახია: 183663