"Christmas Cake" – ინგლისური საშობაო კექსი
"Christmas Cake" – ინგლისური საშობაო კექსი
დრო 2წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ტრადიციისამებრ კექსი შობამდე 6 კვირით ადრე ცხვება და ამ ხნის განმავლობაში ყოველდღიურად ნამავენ მას მაგარი ალკოჰოლური სასმელით, მაგალითად, რომით ან ვისკით. კექსს ზემოდან თეთრი მინანქრითა და მარცეპანით რთავენ. ინახება შობამდე ფოლგაში.

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 4 ცალი
  • კარაქი - 200 გ
  • შაქარი - 200 გ
  • ფქვილი - 100 გ
  • რომი/კონიაკი/ვისკი - 100 მლ
  • გამაფხვიერებელი - 1,5 ჩ/კ
  • დარიჩინი - დაფქული, 0,5 ჩ/კ
  • მიხაკი - 0,5 ჩ/კ
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი) - 0,5 ჩ/კ
  • ცუკატები - ციტრუსის, ან სხვა ხილის, 100 გ
  • ჩირები - (ქიშმიში, კურაგა, ალუბალი), 250 გ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ჩირები ჩაალბეთ მთელი ღამით კონიაკში. დარბილებულ კარაქს შეათქვიფეთ შაქარი, შემდეგ კი სათითაოდ კვერცხი. მიღებული მასა ათქვიფეთ კარგად მიქსერით.

ცალკე ჯამში ფქვილში შეურიეთ გამაფხვიერებელი და სანელებლები. შემდეგ დაუმატეთ ფქვილის მასა კვერცხისა და კარაქის მასას. ჩააყარეთ ჩირები, ცუკატები და ყველაფერი კარგად აურიეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ კექსის ფორმაში, რომელსაც წინასწარ წაუსვამთ კარაქს და მოაყრით ფქვილს.

აცხვეთ 140-150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 2-2,5 საათი. გამომცხვარი კექსი დანამეთ ალკოჰოლური სასმლით, ოღონდ არყით არა. გაცივებული კექსი შეახვიეთ ფოლგაში ან საკვების შესაფუთ ცელოფანში. ასე რბილად შეინახება კექსი დიდი ხნის განმავლობაში.

ტეგები:
კექსი საშობაო ნანახია: 6309