მომზადების წესი:ჟელე: დაალბეთ მანდარინის წვენში 10 წუთით ჟელე, დაუმატეთ შაქარი და შეათბეთ დაბალ ცეცხლზე ჟელესა და შაქრის გადნობამდე. არ მიიყვანოთ ადუღებამდე, თორემ ჟელე გაგიფუჭდებათ. გააგრილეთ და გაანაწილეთ ფორმებში 2/3 სიმაღლეზე. შედგით მაცივარში ჟელეს ბოლომდე გამაგრებამდე.მუსის მოსამზადებლად, ჟელატინი ჩაალბეთ 50 მლ ცივ წყალში 10 წუთით. შემდეგ გაადნეთ დაბალ ცეცხლზე. კვლავ არ მიიყვანოთ ადუღემადე. რძე მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ ვანილი და გააჩერეთ 5 წუთი. დაუმატეთ ჟელე და კარგად აურიეთ. შემდეგ ცხელ მასაში ჩაყარეთ დამტვრეული შოკოლადი და ხელის ზამბარით ურიეთ ერთგვაროვანი, პრიალა მასის მიღებამდე. შედგით მაცივარში 10-15 წუთით.ნაღები ათქვიფეთ, დაუმატეთ გაცივებულ შოკოლადის მასას და კვლავ კარგად ათქვიფეთ. გადაიტანეთ მუსი საკონდიტრო ტომარაში, ვარსკვლავის ფორმის თავით და მანდარინის ჟელეს დაასვით მუსის ფორმები. შურვილისამებრ მორთეთ მანდარინის, ფორთოხლის ან ლიმონის ცედრით.იმისათვის, რომ ცედრა ლამაზ სპირალებად დაიხვეს, წინასწარ ჩააწყვეთ გაყინულ (ყინულის კუბებიან) წყალში.