დრო
0წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ქათმის ფილე - 800 გ
- ძეხვი - 200 გ
- მოხარშული ძეხვი ან სოსისი - 200 გ
- მჟავე კიტრი - 2 ცალი
- დიდი ხახვი - 1 თავი
- მწვანე ზეთისხილი, უკურკო - 150 გ
- ტომატპასტა - 2 ს/კ
- ქინძი - 0,5 კონა
- ზეთი - 1 ს/კ
- შავი პილპილის მარცვლები - 3 ცალი
- მარილი და პილპილი
- დაფნის ფოთოლი - 2-3 ცალი
- მარილი და პილპილი
- ლიმონის ნაჭრები
მომზადების წესები
მომზადების წესი:
მოხარშეთ ქათმის ფილე, გააგრილეთ და დაჭერით კუბიკებად. ბულიონი არ გადაღვაროთ.
დაჭერით ძეხვი და სოსისრები მოგრძო ნაჭრებად.
მოხრაკეთ შებოლილი ძეხვი მშრალ ტაფაზე, დაუმატეთ სოსისრები ან მოხარშული ძეხვი და ხრაკეთ დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში.
დაჭერით წვრილად მწვანილი.
კ
იტრის მჟავეც დაჭერით პატარა კუბიკებად.
ხახვი დაჭერით ალყა-ალყა.
მოხრაკეთ ხახვი ზეთში შევარდისფრებამდე. დაუმატეთ მჟავე კიტრი და 1 სუფრის კოვზი მჟავე კიტრის წვენი.
დაუმატეთ ტომატპასტა, მოურიეთ და შუშეთ 2-3 წუთი დაბალ ცეცხლზე.
აადუღეთ ქათმის ბულიონი, ჩაყარეთ ძეხვი, სოსისები და ტომატში მოშუშული ხახვი და კიტრი. მოაყარეთ მარილი, ჩაუმატეთ შავი პილპილის მარცვლები და დაფნის ფოთოლი, მწიკვი შავი პილპილი. ხარშეთ სალიანკა 5-7 წუთი.
სულ ბოლოდ, რომ გამორთავთ, ჩაყარეთ მწვანე ზეთისხილი. სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი, გააფორმეთ ლიმონის ნაჭრებითა და დაჭრილი მწვანილით.