ყველისა და ლორის ღვეზელები 15 წუთში
ყველისა და ლორის ღვეზელები 15 წუთში
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კეფირი - 1 ჭიქა
  • მარილი - 0,5 ჩ/კ
  • შაქარი - 0,5 ჩ/კ
  • სოდა - 0,5 ჩ/კ
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 1 ჭიქა
  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • ლორი, ბეკონი,ძეხვი - დაჭრილი, 1 ჭიქა
მომზადების წესები
მომზადების წესი:
კეფირში ჩაუმატეთ მარილი, შაქარი, სოდა და კარგად აურიეთ. დაუმატეთ გახეხილი ყველი და ფქვილი. კარგად აურიეთ.
მიღებული ცომი გაყავით რამდენიმე ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული ნაწილი და მოათავსეთ მასში დაჭრილი ლორი და გახეხილი ყველი.
შეაერთეთ ნაპირები და ოდნავ კიდევ გააბრტყელეთ ხელით.
გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ, ზეთწასმულ, თავდახურულ ტაფაზე ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე.

ტეგები:
ლორი ყველი ღვეზელები ნანახია: 12539