შემწვარი კრემი – უცნაურად ჟღერს, მაგრამ გასინჯვად ღირს!
შემწვარი კრემი – უცნაურად ჟღერს, მაგრამ გასინჯვად ღირს!
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ფანტასტიკის ჟანრიდან არ გეგონოთ.. მარტივი მოსამზადებელია და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

ინგრედიენტები

  • რძე - 0,5 ლ
  • კარაქი - 150 გ
  • ფქვილი - 300 გ
  • შაქარი - 150 გ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • საფანელი - 250 გ
  • ზეთი - შესაწვავად
  • დარიჩინი - მწიკვი
  • ნახევარი ლიმონის ცედრა
მომზადების წესები
მომზადების წესი:

დადგით ცეცხლზე კარაქი გასადნობად. ამასობში კი გააცალკევეთ კვერცხის გულები და ცილა.
როცა კარაქი გადნება, დაუკელით ცეცხლს და საცრის მეშვოებით ჩაყარეთ დაახლოებით ორი მესამედი ფქვილი, თან შეუჩერებლად ურიეთ. 2 წუთის განმავლობაში შუშეთ ცეცხლზე, შემდეგ კი გადმოდგით. დაუმატეთ შაქარი და კარგად აურიეთ.
ჩაახეხეთ ლიმონის ცედრა და დაუმატეთ დარიჩინი. დადგით კვლავ ცეცხლზე, ჩაასხით რძე და შეუჩერებლად ურიეთ, სანამ კრემი არ ადუღდება. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ 5 წუთის განმავლობაში.
ჩაუმატეთ კვერცის გულები სათითაოდ და სწრაფად ურიეთ, რომ ცხელ მასაში კვერცხი არ ჩაიხარშოს.
გაშლილ ლანგარზე წაუსვით ზეთი და მოაყარეთ საფანალი.
გადაიტანეთ კრემი ლანგარზე და თანაბრად გაანაწილეთ, დაახლოებით 2 სმ სისქეზე.
გააგრილეთ დესერტი და შედგით მაცივარში 3 საათით. კრემი კარგად უნდა გამაგრდეს, რათა მარტივად დაიჭრას.
ჩანგლით აურიეთ ცილა (არ ათქვიფოთ). გამოიღეთ კრემი მაცივრიდან და დაჭერით ოთხკუთხედებად ან სამკუთხედებად.
ახლა ყველაზე მნიშველოვანი მომენტი. საჭიროა, იმოქმედოთ ოპერატიულად, რათა კრემი არ გადნეს. თითოეული ნაჭერი ამოავლეთ ფქვილში, შემედგ ცილაში, ბოლოს კი საფანელში.
შეწვით კრემის ნაჭრები დიდი რაოდენობით გაცხელებულ ზეთში, სწრაფ-სწრაფად. უნდა მიიღოთ ხრაშუნა კანი და კრემიანი გული. ამიტომაც მნიშვნელოვანია, სწრაფად ამოიღოთ ზეთიდან შემწვარი კრემი.
გადმოიღეთ შემწვარი კრემი ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ზეთი მოშორდეს. მიიტანეთ სუფრასთან ცხელ-ცხელი კენკრის სოუსთან ან ნებისნიერი მურაბასთან ერთად.

ტეგები:
კრემი რძე საფანელი ნანახია: 14977