ფორთოხალში შემწვარი ქათამი - პიკანტური გემო
ფორთოხალში შემწვარი ქათამი - პიკანტური გემო
დრო 50წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათამი - 1 ცალი, პატარა
  • ფორთოხალი - 2 ცალი
  • თეთრი მშრალი ღვინო - 2-3 ს/კ
  • ზეთი - 2 ს/კ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ქათამი გავასუფთავოთ, ფორთოხალი კანიანად სეგმენტებად დავჭრათ.

ქათამს შევაზილოთ მარილი, პილპილი და ზეთი, მუცელში ჩავუწყოთ დაჭრილი ფორთოხლის ნაჭრები.

ქათამი გადავიტანოთ თუნუქის ფურცელზე, გარშემო დარჩენილი ფორთოხლის ნაჭრები შემოვუწყოთ, მოვასხათ ღვინო და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევწვათ.

ტეგები:
ქათამი ფორთოხალი ნანახია: 3564