კორჟიკი - ბებიების გამოცდილი რეცეპტი
კორჟიკი - ბებიების გამოცდილი რეცეპტი
დრო 40წთ
ულუფა 20
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

კორჟიკს ვანილთან ერთად შეგვიძლია დავუმატოთ სხვა სასურველი სანელებელიც. ძალიან უხდება ციტრუსის ცედრა.

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 400 გ
  • საფანელი - 50 გ
  • შაქარი - 200 გ
  • კარაქი - 100 გ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • კვერცხის გული - 1 ცალი + 1 ს/კ რძე
  • რძე - 0,5 ჭიქა
  • სოდა - 1,4 ჩ/კ
  • ვანილი
  • დაჭრილი ნუში - სურვილისამებრ
მომზადების წესები

მომზადების წესი:

კარაქი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, რძე, ვანილი და სოდაარეული ფქვილი.

მოვზილოთ ცომი და გავაბრტყელოთ 6-7 მმ სისქეზე. თუ ხელს მიეკრო, ცოტაოდენი ფქვილი მოვაფრქვიოთ გაბრტყელებისას.

ცომისგან ჭიქით ან სპეციალური ფორმით ამოვჭრათ მრგვალი ფორმის ნაჭრები და დავალაგოთ ცხიმწასმულ, ქაღალდჩაფენილ თუნუქის ფურცელზე. კორჟიკების ნაწილს შეგვიძლია სირჩით (პატარა დიამეტრის არყის ჭიქა) ამოვაცალოთ გული და რგოლის ფორმით გამოვაცხოთ.

კორჟიკებს გადავუსვათ კვერცხის გულისა და რძის ნარევი, ნაწილს მოვაყაროთ დაჭრილი ნუში და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთი ვაცხოთ, სანამ გაოქროსფრდება.

ჟურნალი "გემრიელი"

ტეგები:
კორჟიკი ბებიის რეცეპტი ნანახია: 9512