დრო
1წთ
ულუფა
18
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
შეგვიძლია მზა ცომის ნაწილი ქილით შევინახოთ მაცივარში რამდენიმე დღე და საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე წუთში შევძლებთ ვაფლების მომზადებას. აუცილებელი არ არის ერთბაშად გამოვაცხოთ.
ინგრედიენტები
- კვერცხი - 3 ცალი
- რძე - 400 მლ
- შაქარი - 70 გ
- ფქვილი - 350 გ
- ვანილი
- სოდა - 1 ჩ/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:
კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, სასურველია მიქსერით, რომ ფუმფულა მასა მივიღოთ, მაგრამ შეიძლება ხელითაც. დავუმატოთ რძე, ვანილი, სოდა, ბოლოს კი ფქვილი. მივიღებთ თხელ ცომს.
ვაფლის საცხობი გავახუროთ. წავუსვათ ზეთი, თუმცა სპეციალური ზედაპირის გამო ცხიმის წასმის გარეშეც ცხვება. დავასხათ იმდენი ცომი რომ კარგად შეივსოს უჯრედები, დავახუროთ თავზე და დაველოდოთ სანამ არ გამოცხვება. ლამაზ ოქროსფერს რომ მივიღებთ, ჩანგლის დახმარებით ამოვიღოთ.
თბილ-თბილ ხრაშუნა ვაფლებს მოვასხათ რაც გვსურს: მურაბა, თაფლი, შოკოლადის სოუსი, შეგვიძლია დავუმატოთ ხილი, ნაყინი და ა.შ.
ჟურნალი "გემრიელი"