მანდარინის მოხარშული კრემი – აუცილებლად ჩასანიშნი!
მანდარინის მოხარშული კრემი – აუცილებლად ჩასანიშნი!
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 250 გ
  • მანდარინის წვენი - ახალგამოწურული, 100 მლ
  • კარაქი - 70 გ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • მანდარინის ცედრა - 1 ს/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ჩაყარეთ შაქარი ჯამში, დაუმატეთ ცედრა და გააცერეთ 30 წუთი, რათა შაქარს გაუჯდეს მანდარინის არომატიც.

ახლა ჩაასხით მანდარინის წვენი და აურიეთ. დაუმატეთ კვერცხი და კარგად ათქვიფეთ.
დადგით მასა საშუალო ცეცხლზე და თანდათანობით ჩაუმატეთ კარაქი. ხარშეთ კრემი 15 წუთის განმავლობაში, თან განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ არ გასქელდება.

კრემი არც ძალიან სქელი და არც ძალიან თხელი არ უნდა გამოვიდეს.

შეგიძლიათ კრემი თბილ-თბილივე წაუსვათ ტორტს. მაგრამ თუკი მილების ამოსავსებად ან სხვა ნამცხვრის გასაფორმებლად გინდათ, ან უბრალოდ დესერტად მიირთმევთ, შედგით ის 2-3 საათით მაცივარში.

ტეგები:
კრემი მანდარინი ნანახია: 16760