შაკშუკა – მსოფლიოში ყველაზე გემრიელი საუზმე
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

შაკშუკა – ეს ცხარე სოუსში მომზადებული ერბოკვერცხია. ამ რეცეპტით ექსპერიმენტირებაც შეგიძლიათ, ამიტომაც ყველა ოჯახში ის თავისებურად გემრიელი გამოდის.
 

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 8 ცალი
  • ხახვი - 2 მოზრდილი თავი
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • ტომატპასტა - 1 ს/კ
  • პომიდორი - საშუალო ზომის 4-5 ცალი
  • ზეთი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები

მომზადების წესი:

დაჭერით ხახვი და ნიორი წვრილად. მოხრაკეთ ხახვში. დაჭერით პომიდორი და მოაყარეთ მარილი და პილპილი.

შეურიეთ პომიდორს ტომატპასტა და ჩაუმატეთ მოხრაკულ ხახვს.

დააფარეთ ტაფას თავსახური და შუშეთ მასა რამდენიმე წუთი.

როცა პომიდორი და ხახვი ერთგვაროვან მასად გადაიქცევა და წყალიც ამოშრება, ჩაახალეთ მასში კვერცხი. შეეცადეთ კვერცხი მთელ-მთელი დარჩეს. ამიტომაც აჯობებს კვერცხი ჯერ თეფშზე გატეხოთ, ხოლო შემდეგ კი ტაფაში ჩაუშვათ.

როცა კვერცხი მომზადდება, გადმოიღეთ ტაფა გაზიდან.

ამ კერძის მომზადების რამდენიმე ვარიანტი არსებობს. მაგალითად, ტომატს შეგიძლიათ დაუმატოთ პაპრიკა, მწვანილი და სხვა სანელებლები.
 

ტეგები:
კვერცხი საუზმე პომიდორი ნანახია: 152515