სოკოს შილა ფლავი
სოკოს შილა ფლავი
დრო 60წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სოკო - 1.5 კგ
  • მრგვალი ბრინჯი - 1 ჭ
  • ხახვი - 5
  • წყალი - 6 ჭ
  • ბაჰარი - 1/2 ჩ.კ
  • დაფნა - 2 ფოთოლი
  • ძირა - 2 ჩ.კ
  • მცენარეული ცხიმი - 4-5 ს.კ,
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ხახვი და სოკო დავჭრათ და მოვშუშოთ სქელძირიან ქვაბში. დავასხათ წყალი, გავუწყოთ სანელებლები სასურველ გემოზე და როცა წყალი ადუღდება, ჩავუშვათ გარეცხილი ბრინჯი. შილაფლავი იხარშება საშუალო ტემპერატურაზე, პერიოდული მორევით, ვიდრე ბრინჯი არ გაფუვდება და კერძი არ მიიღებს სასურველ კონსისტენციას.

რჩევა
შილაფლავში შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი სახის სოკო, ან 1 ქილა დაკონსერვებული ქამა სოკო. მარინადის გამოყენების შემთხვევაში, სოკოს ვდგამთ გამდინარე წყლის ქვეშ, რათა დაკარგოს ძმრისა და სპეციფიური სანელებლების არომატი.
გამზადებული შილაფლავი უნდა იყოს სასურველ კომსისტენციაზე ცოტა უფრო თხელი, ვინაიდან სუფრასთან მიტანისას კიდევ უფრო
ჩასქელდება და გამოშრება, რაც მას ხარისხს დაუკარგავს.


ტეგები:
ბრინჯი სოკო ფლავი ნანახია: 65696