მომზადების წესი:უმი ჭარხალი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, მოაყარეთ მარილი და დაასხით ძმარი. გააჩერეთ 2-3 საათი. შემდეგ გადაწურეთ. ხახვი მოხრაკეთ ზეთში შევარდისფრებამდე და ამოიღეთ ტაფიდან (ის აღარ დაგჭირდებათ). ჯერ კიდევ თბილ-თბილი ზეთი მოასხით დამარინადებულ ჭარხალს და მაშინვე დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი (აჯობებს, დაჭყლეტილი), წითელი წიწაკა და დაფქული ქინძის თესლი. უფრო მეტად გამოკვეთილი გემოსთვის, შეგიძლიათ, დაუმატოთ სულ ცოტა, მწიკვი შაქარი.