დრო
2წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ეს მარინადი, შესაძლოა, თქვენი სამზარეულოს ჰიტი გახდეს. მით უმეტს, რომ ის ვიტამინების ნამდვილი ბომბისგან, ჭარხლისგან მზადდება.
ინგრედიენტები
- ჭარხალი - 3 ცალი
- ხახვი - 1 ცალი
- ნიორი - 3-4 კბილი
- ქინძის თესლი - 1 ჩ/კ
- დაფქვილი წითელი წიწაკა - 0,5 ჩ/კ
- ძმარი - 1 ს/კ
- ზეთი - ხახვის მოსახრაკად
მომზადების წესები
მომზადების წესი:
უმი ჭარხალი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, მოაყარეთ მარილი და დაასხით ძმარი. გააჩერეთ 2-3 საათი. შემდეგ გადაწურეთ. ხახვი მოხრაკეთ ზეთში შევარდისფრებამდე და ამოიღეთ ტაფიდან (ის აღარ დაგჭირდებათ). ჯერ კიდევ თბილ-თბილი ზეთი მოასხით დამარინადებულ ჭარხალს და მაშინვე დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი (აჯობებს, დაჭყლეტილი), წითელი წიწაკა და დაფქული ქინძის თესლი. უფრო მეტად გამოკვეთილი გემოსთვის, შეგიძლიათ, დაუმატოთ სულ ცოტა, მწიკვი შაქარი.