ფაფუკი და ჰაეროვანი ზეფირის კრემი
ფაფუკი და ჰაეროვანი ზეფირის კრემი
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ზეფირის კრემი საუკეთესოა ტორტების მოსართავად! გამოდის საოცრად ნაზი, ჰაეროვანი და გემრიელი. ამასთან ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება.

ინგრედიენტები

  • ზეფირი - 2 ცალი (დაახლოებით 90 გ)
  • კარაქი - 100 გ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ზეფირი უკვე ტკბილია, ამიტომაც შაქარი არ დაგჭირდებათ.

კარაქი დაჭერით პატარა კუბიკებად. ზეფირი მოათავსეთ ნახევარლიტრიან ქილაში და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 30 წამით.

ზეფირი მოიმატებს ზომაში და აქ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად: დაიწყეთ ზეფირის ათქვეფა მაშინვე, როგორც კი გამოიღებთ ღუმელიდან, თანდათანობით უმატეთ კარაქი, თითო-თითო კუბიკით. როცა კარაქის ნახევარს შეურევთ ზეფირს, გამორთეთ მიქსერი და კრემიანი ჭურჭელი ჩადგით ცივი წყლით სავსე ჯამში, გააგრძელეთ თქვეფა და შეურიეთ დარჩენილი კარაქი. თქვიფეთ დაახლოებით 5 წუთი. კრემი უნდა გამაგრდეს.

ტეგები:
კრემი ზეფირი ნანახია: 8315