ტორტი "პარიზული კოქტეილი"
ტორტი "პარიზული კოქტეილი"
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბისკვიტისთვის:
  • ფქვილი - 500 გ
  • თაფლი - 3 ს/კ
  • შაქარი - 150 გ
  • ზეთი - 3 ს/კ
  • ცხელი წყალი - 180 გ
  • სოდა 1 ჩკ
  • კრემისთვის:
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • კარაქი - 250 გ
  • რძე - 0,5 ლ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • ფქვილი - 1 ს/კ
  • ვანილი
  • ნიგოზი ან ნუში - დაჭრილი, 100 გ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

ერთმანეთში აურიეთ თაფლი, შაქარი, ზეთი და წყალი – დადგით ცეცხლზე. როცა მასა ადუღედება, გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაუმატეთ ფქვილი, რომელშიც სოდა იქნება გარეული. მოზილეთ ცომი. გაყავით 6-7 ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული თხლად და გამოაცხვეთ სათითაოდ.

კრემისთვის: კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაუმატეთ ფქვილი, დაასხით ცივი რძე და კარგად გახსენით. დადგით ცეცხლზე, შეუჩერებლად ურიეთ, სანამ მასა არ გასქელდება. გადმოიღეთ ცეცხლიდან, გააგრილეთ და დაუმატეთ დაჭრილი ნიგოზი და ვანილი. ღოცა კრემი მთლიანად გაცივდება, ჩაუმატეთ დარბილებული კარაქი და ათქვიფეთ მიქსერით.
წაუსვით გამომცხვარ და გაცივებულ ტორტის ფენებს კრემი და დაჭრამდე შედგით რამდენიმე საათით მაცივარში.

ტეგები:
ტორტი კოქტეილი ნანახია: 10333