სოკოს შილაფლავი
სოკოს შილაფლავი
დრო 40წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
რჩევა
ეს კერძი კიდევ უფრო კარგი გამოვა თუ წყლის ნაცვლად სოკოს ბულლიონს გამოვიყენებთ. ვინც არ მარხულობს, სამარხვო ცხიმის ნაცვლად ნაღების კარაქი შეუძლია, იხმაროს.

ინგრედიენტები

  • ქამა სოკო - 500 გ
  • მრგვალი ბრინჯი - 1 ჭიქა
  • წყალი - 6 ჭიქა
  • ხახვი - 4 თავი
  • ზეთი ან კარაქი - 150 გ
  • ძირა
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ხახვი წვრილად დავჭრათ და ცხიმში მოვშუშოთ. როცა გამჭვირვალე გახდება, ჩავუმატოთ თხლად დაჭრილი სოკო და ერთად მოვშუშოთ. მოშუშულ ინგრედიენტებს დავასხათ 6 ჭიქა წყალი, გავუწყოთ მარილი, პილპილი და ძირა ისე, როგორი გემოც გვსურს, რომ კერძს ჰქონდეს. როცა წყალი ადუღდება, ჩავუმატოთ მრგვალი ბრნჯი, დავახუროთ სახურავი და საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ, სანამ მომზადდება. მზა კერძს ცოტა წვენი უნდა ჰქონდეს. დავდგათ ქვაბი ცოტა ხნით და სითხეს ბრინჯი შეიწოვს.

ტეგები:
სოკო ნანახია: 9513