შაქარი და მარგარინი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გულები, მარილი, ვანილი, სოდა ძმრით, ფქვილი და მოვამზადოთ ცომი, რომელიც ხელს არ ეკრობა. საჭიროების შემთხვევაში ცოტა ფქვილი დავუმატოთ. ცომის 3/4 ჩავდოთ ფორმაში, ზედ გადავანაწილოთ ჯემი, ზემოდან კი გავაფორმოთ დარჩენილი ცომით. ღვეზელი შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ, სანამ არ მიიღებს ოქროსფერს.სირთულე - 2დრო – 45 წთულუფა - 12