მაყვლის ღვეზელი
მაყვლის ღვეზელი
დრო 45წთ
ულუფა 12
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 2-2.5 ჭ
  • მარგარინი - 130
  • შაქარი - 2/3 ჭ
  • კვერცხის გული - 2
  • სოდა - 1/2 ჩ.კ, ძმრით
  • ვანილი
  • მაყვლის ჯემი - 1 ქილა
მომზადების წესები
შაქარი და მარგარინი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გულები, მარილი, ვანილი, სოდა ძმრით, ფქვილი და მოვამზადოთ ცომი, რომელიც ხელს არ ეკრობა. საჭიროების შემთხვევაში ცოტა ფქვილი დავუმატოთ.

ცომის 3/4 ჩავდოთ ფორმაში, ზედ გადავანაწილოთ ჯემი, ზემოდან კი გავაფორმოთ დარჩენილი ცომით. ღვეზელი შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ, სანამ არ მიიღებს ოქროსფერს.

სირთულე - 2
დრო – 45 წთ
ულუფა - 12