არარეალურად გემრიელად შემწვარი ქათამი!
არარეალურად გემრიელად შემწვარი ქათამი!
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ასე დამარინადებული ქათმის ხორცი გამოდის საოცრად ნაზი, წვნიანი და არომატული!


ინგრედიენტები

  • ქათმის ხორცი - 700 გ
  • 1 ფორთოხლის წვენი - პლუს რამდენიმე ნაჭერი ფორთოხალი
  • თაფლი - 1 ს/კ
  • დარიჩინი - 1 ჩ/კ
  • დაფქვილი წითელი წიწაკა - 1/2 ჩ/კ
  • ზეთი - 2 ს/კ
  • მარილი - 1 ჩ/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

იმისათვის, რომ მოამზადოთ მარინადი, ერთმანეთში უნდა აურიოთ ყველა ინგრედიენტი, გარდა ქათმის ხორცისა.

ქათამი დაჭერით ნაჭრებად და ჩაყარეთ მარინადში. კარგად აურიეთ.

გააჩერეთ 2 საათი.

შემდეგ გადაიტანეთ ღუმელის გამოსაცხობ ტაფაზე და 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შეწვით 30-40 წუთი.

სუფრასთან მიიტანეთ ნებისმიერ გარნირთან ერთად.

ტეგები:
ქათმის ხორცი მარინადი ნანახია: 37012