წვნიანი გუფთითა და ტარხუნით
წვნიანი გუფთითა და ტარხუნით
დრო 70წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ტარხუნა - 2 კონა
  • ნიახური - 1 კონა
  • ზეთი - 2 ს.კ
  • ტომატ-პასტა - 1 ს.კ
  • ხახვი - 3
  • მანანის ბურღული - 3 ს.კ
  • ძირა - 1/2 ჩ.კ
  • ბრინჯი - 1/2 ჭ
  • საქონლის ფარში - 500 გ
  • ერბო - 2 ს.კ
  • წყალი - 1.5 ჭ
მომზადების წესები
ფარში, ბრინჯი, ძირა და მარილი ხელით კარგად მოვზილოთ. სველი ხელებით ფარშისგან გავაკეთოთ კაკლისოდენა ბურთულები და ამოვავლოთ მანანის ბურღულში. ხახვი წვრილ სახეხზე გავხეხოთ და მოვშუშოთ ზეთში, დავუმატოთ პამიდვრის პასტა, 1 ჭიქა წყალი, მარილი, დაჭრილი ნიახური და ვადუღოთ ნიახურის მოხარშვამდე. პამიდვრის მასას დავამატოთ დანარჩენი მდუღარე წყალი, ჩავყაროთ შიგ გუფთები, დაჭრილი ტარხუნა, პილპილი, ერბო და თავდახურული ვხარშოთ მომზადებამდე.

თუ ხორცი ცხიმიანია, შეგვიძლია ერბო აღარ დავამატოთ.



ტეგები:
წვნიანი ხორცეული გუფთა ნანახია: 25185