ყველაზე გემრიელი პასტა რამდენიმე წუთში: იტალიური ვახშამი ტაფაზე
+ N/A
ყველაზე გემრიელი პასტა რამდენიმე წუთში: იტალიური ვახშამი ტაფაზე
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ნოყიერი, არომატული, გემრიელი პასტა ნივრითა და პარმეზანით ნაღების სოუსში. მთავარია, რომ ეს გემრიელობა პირდაპირ ტაფაზე, ერთ პროცესში მზადდება.

ინგრედიენტები

  • ნიორი - 4 კბილი
  • ხახვი - 1 თავი
  • ზეთი - 1 ს/კ
  • ქათმის ბულიონი - 500 მლ
  • რძე - 250 მლ
  • დარბილებული კარაქი - 2 ს/კ
  • ფეტუჩინი ან სპაგეტი - 225 გ
  • გახეხილი ყველი (სასურველია პარმეზანი) - 60 გ
  • დაჭრილი ოხრახუში
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ამ კერძის მოსამზადებლა დაგჭირდებათ ტაფა, რომლის სიღრმე დამოკიდებულია კერძის მოცულობაზე.

დაჭერით ნიორი წვრილად, ხახვი ალყა-ალყა და მოხრაკეთ ზეთში.

დაუმატეთ ტაფაში ქათმის ბულიონი, რძე და კარაქი. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

როცა მასა ადუღდება ჩაყარეთ პასტა და დაუკელით ცეცხლს. ხარშეთ სპაგეტი ასეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ მთელი სითხე არ ამოშრება.

როცა პასტა მოიხარშება, მოაყარეთ გახეხილი ყველი და დაჭრილი ოხრახუში.




ტეგები:
სპაგეტი პარმეზანი პასტა სოუსი ნანახია: 48856