მომზადების წესი:გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. დაჭერით ხახვი ალყა-ალყა. გაადნეთ ტაფაზე კარაქი და მოხრაკეთ ხახვი. დაუმატეთ ხახვს დაჭრილი პომიდორი.ჯამში ერთმანეთში აურიეთ საფანელი და გახეხილი ყველი. aმ მასის ნახევარი დაუმატეთ მოხრაკულ ხახვს და პომიდორს. კოვზით გააკეთეთ ჩაღრმავებები ყველისა და ხახვის მასაზე, იმდენი ჩაღრმავება, რამდენ კვერცხსაც უკეთებთ.ფრთხილად ჩაახალეთ კვერცხი სათითაოდ, თითოეულ ჩაღრმავებაში. მოაყარეთ კერძს მარილი და პილპილი.ახლა მოაყარეთ კვერცხს ყველისა და საფანელის დარჩენილი მასა. შედგით ტაფა ღუმელში 15-20 წუთით, სანამ ზედაპირი არ მოიბრაწება.