უგემრიელესი ნიგვზიანი ლობიო ბროწეულით
დრო 45წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ძმარი - 10 გ
  • ხმელი სუნელი - 30 გ
  • ქინძი - 50 გ
  • ხახვი - 100 გ
  • ბროწეული - გემოვნებით
  • გატარებული ნიგოზი - 200 გ
  • ლობიო - 400 გ
  • ქონდარი - 10 გ
  • ზეითუნის ზეთი - 30 მლ
მომზადების წესები

მოხარშეთ კარგად ლობიო, გადაწურეთ ზედმეტი წყალი, თუმცა არ გადაღვაროთ, შეინახეთ ნახარში.

მოხრაკეთ ხახვი ზეითუნის ზეთში, დაუმატეთ მოხარშული ლობიო, გატარებული ნიგოზი.
დაუმატეთ ლობიოს ნახარში წყალი, ისე, რომ არ გაათხელოთ ლობიო, ჩაუმატეთ ყველა სანელებელი და შუშეთ 15-20 წუთის განმავლობაში.

ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი ქინძი და ძმარი. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ბროწეული და ქორფა ქინძი. შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც ცხელი, ასევე ცივი. ძალიან უხდება მჭადი.