ორიგინალური ერბოკვერცხი
ორიგინალური ერბოკვერცხი
დრო 15წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 1
  • სალათის ფოთოლი - 1
  • გახეხილი სულგუნი - 1 ს.კ
  • კარაქი - 1 ჩ.კ
მომზადების წესები
კარაქი გავადნოთ ტაფაზე. ზედ დავდოთ უძირო მეტალის ან სილიკონის წრის ფორმა, ჩავასხათ შიგ კვერცხი, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ. ფორმას შეგვიძლია თავსახური დავახუროთ ან მცირე ზომის ფაიფურის თეფში დავაფაროთ, რომ ერთიანად შეიწვას. შემწვარი კვერცხი გადავიტანოთ თეფშზე დაფენილ სალათის ფოთოლზე, მოვაყაროთ სულგუნი და მოვრთოთ სეზამის მარცვლებითა და დაფქული კოწახურით.

რჩევა

თუ ფორმა არ გვაქვს, შეგვიძლია ფოლგისგან გავაკეთოთ 3 სმ. სიმაღლისა და 5-6 ს.მ. დიამეტრი წრე და ის გამოვიყენოთ. 

ტეგები:
კვერცხი საუზმე ნანახია: 22324