ნაღების გულები ცხელი შოკოლადის გემრიელად გასაფორმებლად
ნაღების გულები ცხელი შოკოლადის გემრიელად გასაფორმებლად
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
სასიამოვნო დეტალებით საყვარელი ადამიანი არა მხოლოდ ვალენტინობის დღეს უნდა გააოცოთ! ხანდახან სულ პატარა რომანტიკული სიურპრიზიც კი ადამიანს მიახვედრებს, რომ ის თქვენთვის ძალიან ძვირფასია.

ინგრედიენტები

  • შაქრის პუდრა - 2 ს/კ
  • მაღალპროცენტიანი ნაღები - 2 ჭიქა
  • ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩ/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ცივ ჯამში ჩაასხით ნაღები და ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ შაქრის პუდრა და ვანილის ექსტრაქტი. გააგრძელეთ თქვეფა მასის გასქელებამდე.

გადაიტანეთ ათქვეფილი ნაღები კონტეინერში ან ფოლგაზე და შედგით მაცივარში 2 საათით.

ყველაზე საინტერესო ახლა იწყება! შაკონდიტრო ფორმით (გულის ფორმა), ამოჭერით გაციებული ნაღებისგან ამოჭერით გულები. მოამზადეთ ბლანტი ცხელი შოკოლადი (რეცეპტი იხ. აქ), ჩაყარეთ მასში ნაღების გულები და მიართვით საყვარელ ადამიანს.