კატლეტები ძალიან გემრიელი გულსართით
კატლეტები ძალიან გემრიელი გულსართით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფარშისთვის:
  • ქათმის ფილე - 500 გ
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • დამბალი პური - გემოვნებით
  • კვერცხი - 1 ცალი
  • მარილი და პილპილი
  • გულსართისთვის:
  • გახეხილი ყველი - 100-150 გ
  • მოხარშული კვერცხი - 2 ცალი
  • დარბილებული კარაქი - 2 ს/კ
  • კამა და ოხრახუში - დაჭრილი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

1. მოამზადეთ ფარში ქათმის ფილესა და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებისგან.

2. შემდეგ მოამზადეთ გულსართი: გახეხეთ ყველი, მოხარშული კვერცხიც გახეხეთ, დაუმატეთ დარბილებული კარაქი და წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში.

3. ხელები დაისველეთ წყალში, ამოიღეთ ფარშის ნაწილი, ოდნავ გააბრტყელეთ, გააკეთეთ შუაგულში ჩაღრმავება და ჩადეთ მასში მომზადებული გულსართი. მიეცით კატლეტის ფორმა.

4. გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეთი და შეწვით კატლეტები დაბალ ცეცხლზე ორივე მხრიდან თავახდილ ტაფაში.



ტეგები:
კატლეტები გულსართი ნანახია: 10328