ფაფუკი კექსი "დღე და ღამე" შოკოლადის მინანქრით
ფაფუკი კექსი "დღე და ღამე" შოკოლადის მინანქრით
დრო 25წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
საოცრად ნაზი, ფაფუკი და არომატული კექსი "დღე და ღამე" ბევრს ბავშვობას მოაგონებს.

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 4 ცალი
  • კარაქი - 100 გ
  • შაქარი - 150 გ
  • ფქვილი - 1,5 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი - 1,5 ჩ/კ
  • ვანილი - 1 ჩ/კ
  • კაკაო - 2 ს/კ
  • მინანქრისთვის :
  • რძიანი შოკოლადი - 150-200 გ
  • კარაქი - 3-4 ს/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

დარბილებულ კარაქს შეაზილეთ შაქარი, სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ ვანილი, გამაფხვიერებელი და ჩააცერით ფქვილი. აურიეთ ერთგვაროვანი ცომის მასის მიღებამდე. სქელი ცომი უნდა მიიღოთ.

მიღებული ცომი გაყავით 2 ნაწილად. ერთში დაუმატეთ კაკაო და კარგად აურიეთ.

კექსის ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით ცომის ორივე ნაწილი სათითაოდ, ფენებად.

შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, აცხვეთ 25-30 წუთის განმავლობაში.

მინანქრისთვის: წყლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადი და კარაქი, თან შეუჩერებლად ურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გამომცხვარი კექსი გააგრილეთ და მოასხით მინანქარი.

ტეგები:
კექსი შოკოლადი მინანქარი ნანახია: 38954